GEOVISTTA
დასრულებული მრავალფერიანი კომპოზიტური ფასადი სასკოლო შენობაზე სამფერიანი მოდულური პანელის ფასადი, ახლო ხედი არასტანდარტული გეომეტრიის კომპოზიტური ფასადი კომპოზიტური ფასადი წითელ და მუქ ნაცრისფერში

ფასადის მოწყობა — მაღალი ხარისხი და ვადების ზუსტი დაცვა

Geovistta ფასადის კომპანიაა. ვასრულებთ სრულ ციკლს — აზომვიდან ჩაბარებამდე — სერტიფიცირებული მასალით, გამოცდილი გუნდით და 2 წლიანი გარანტიით.

სრული ციკლი, კონტროლი ყოველ ეტაპზე

ობიექტს ვიღებთ პირველი აზომვიდან და ვაბარებთ დასრულებულს. ყოველი ეტაპი ჩვენს კონტროლს ექვემდებარება — მასალის შერჩევიდან მიღება-ჩაბარებამდე.

01

აზომვა და ტექნიკური გადაწყვეტა

ობიექტზე გასვლა, აზომვა, კვანძების და სისტემის შერჩევა.

02

ხარჯთაღრიცხვა

დეტალური სმეტა მასალისა და სამუშაოს მიხედვით, ვადებით.

03

მასალის მოწოდება

პანელის, ქვეკონსტრუქციისა და თბოიზოლაციის შესყიდვა და მიწოდება ობიექტზე.

04

მონტაჟი

ქვეკონსტრუქცია, იზოლაცია და პანელის მონტაჟი საკუთარი გუნდითა და ტექნიკით.

05

ჩაბარება და გარანტია

მიღება-ჩაბარების აქტი და 2 წლიანი გარანტია შესრულებულ სამუშაოზე.

რას ვაკეთებთ

VHF
ვენტილირებადი ფასადი

ალუმინის ქვეკონსტრუქცია საჰაერო ღრეჩოთი, თბოიზოლაცია პანელის უკან. პანელის ტიპები: ალუკობონდი (ACP/ACM), HPL, ფიბროცემენტი, მეტალი, GRC.

ETICS
თბოიზოლაცია — სტანდარტული

გარე თბოიზოლაციის სისტემა პენოპლასტით (EPS) ან იქსპიესით (XPS), საარმატურე ბადითა და დეკორატიული ბათქაშით.

ETICS+
თბოიზოლაცია — მინერალური ბამბა

მინერალური და ქვის ბამბის სისტემები A1/A2 ხანძარსაწინააღმდეგო კლასით — მრავალსართულიანი, საზოგადოებრივი და სახელმწიფო ობიექტებისთვის.

MEC
მექანიკური მოპირკეთება

კლინკერის თერმოპანელები, ტერაკოტის პანელები და სენდვიჩ-პანელები მექანიკურ სამაგრ სისტემაზე.

შესრულებული ობიექტები

კომპოზიტური ფასადი წითელ და მუქ ნაცრისფერში
კომპოზიტური ფასადი, ორფერიანი კომპოზიცია
დიდი კომერციული ობიექტი მინის ფასადითა და ქვეკონსტრუქციით
კომერციული ობიექტი, მინის ფასადი და ქვეკონსტრუქცია
კუთხისა და პარაპეტის კვანძი კომპოზიტურ ფასადზე
კუთხისა და პარაპეტის კვანძები
არასტანდარტული გეომეტრიის კომპოზიტური ფასადი მინის ფასადთან ერთად
არასტანდარტული გეომეტრია, მინის ფასადთან შეთავსებით
სავაჭრო ობიექტის კომპოზიტური ფასადი და ვიტრაჟი
სავაჭრო ობიექტი, ვიტრაჟის შემოვლება
სამფერიანი მოდულური პანელი, დამცავი აპკის მოხსნა
სამფერიანი მოდულური ნახატი, ღიობის კვანძი
მონტაჟი ავტოამწიდან სასკოლო შენობაზე
მონტაჟი ავტოამწიდან
ხის ფაქტურის HPL მოპირკეთება შესასვლელის ბლოკზე
ხის ფაქტურის HPL, შესასვლელის ბლოკი
სამფერიანი მოდულური პანელის ფასადი სასკოლო შენობაზე
სამფერიანი მოდულური ნახატი, სასკოლო შენობა

როგორ მიმდინარეობს მონტაჟი

  1. ობიექტის აზომვა და კონსოლების დამაგრება მზიდ კედელზე.

  2. ვერტიკალური და ჰორიზონტალური პროფილების აწყობა და დონეზე გასწორება.

  3. თბოიზოლაციის ფენის ჩადება ქვეკონსტრუქციაში.

  4. პანელების მონტაჟი, ნაკერების გასწორება და დაშვებების კონტროლი.

  5. მუშაობა ავტოამწეებიდან და ხარაჯიდან, უსაფრთხოების ნორმების დაცვით.

ქვეკონსტრუქციის ბადე და პანელის მონტაჟი ავტოამწედან

ერთი პასუხისმგებელი მხარე

მასალაზეც და მონტაჟზეც ჩვენ ვაგებთ პასუხს. არ გიწევთ რამდენიმე მიმწოდებელსა და ბრიგადას შორის კოორდინაცია.

2 წლიანი გარანტია

შესრულებულ სამუშაოზე გაძლევთ 2 წლიან გარანტიას. ხელშეკრულება, ხარჯთაღრიცხვა და მიღება-ჩაბარების აქტი — სრული დოკუმენტაციით.

უსაფრთხოება

ხელმძღვანელობას გავლილი აქვს შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერტიფიცირება (IOSH "Managing Safely").

ტელეფონი

+995 555 246 624

ელფოსტა

geovistta@gmail.com

მისამართი

თბილისი, დიდი დიღომი, ჰუგო ჰუბერტია №22

მოქმედების არეალი

საქართველო

Geovistta — ფასადის მოწყობა geovistta.com